|
2025-04-04 19:23:19, 2540 ნახვა
სხვადასხვა
მუნიციპალურმა ინსპექციამ რეკრეაციული ზონის მიტაცების მცდელობის ფაქტი გამოავლინა
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ისნის რაიონში, მახათას მთის მიმდებარედ, რეკრეაციულ ზონაში სახელმწიფო მიწის მიტაცებისა და მწვანე ნარგავების დაზიანება/გაჩეხის მასშტაბური ფაქტების აღსაკვეთად, სპეციალური ღონისძიება ჩაატარა. ინსპექციის თანამშრომლებმა სახელმწიფო მიწაზე მიმდინარე 17 უკანონო მშენებლობის დემონტაჟი განახორციელეს, ასევე, ტერიტორიაზე არსებული, წითელ წიგნში შეტანილი ელდარის ფიჭვების შემდგომი დაზიანებისა და გაჩეხის ფაქტები აღკვეთეს. „მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩავატარეთ - აღვკვეთეთ რამდენიმე ჰექტარი სახელმწიფო ტერიტორიის, რეკრეაციული ზონის მიტაცების მცდელობა, გადავარჩინეთ ფიჭვნარი რომლის გაჩეხისა და დაზიანების მაღალი რისკი და მცდელობა არსებობდა. ტერიტორიაზე სრულად მოხდა მიმდინარე უკანონო მშენებლობების დემონტაჟი, ასევე, სამშენებლო ნარჩენის გატანა და ტერიტორიის გაწმენდა/დასუფთავება განხორციელდება. ინსპექციის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს სახელმწიფო მიწების დაცვა და უკანონო მშენებლობების აღკვეთა. ამ მიზნით, ღონისძიებებს ინტენსიურად ვახორციელებთ. მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო პროცესში, ასევე, სამართალდამცავ უწყებებს ეფექტური რეაგირებისა და მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა გოგი ჩიქოვანმა. მუნიციპალური ინსპექცია აქტიურად ახორციელებს ინტენსიურ მონიტორინგსა და შესაბამის რეაგირებას დედაქალაქში სამშენებლო სამართალდარღვევების, რეკრეაციული ზონებისა და სახელმწიფო მიწების მიტაცების აღკვეთის მიზნით.
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)