20:30 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-03 13:57:11, 716 ნახვა

მსოფლიო
მარკ რუტე - უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების შემდეგაც, რუსეთი ნატო-სთვის საფრთხედ დარჩება

უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების შემდეგაც, რუსეთი ნატო-სთვის საფრთხედ დარჩება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს საფრთხე ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის კიდევ მრავალი წელი იარსებებს.

როგორც რუტემ აღნიშნა, ალიანსმა უნდა დაგეგმოს, როგორ დაიცავს მის ტერიტორიებს რუსეთისგან.

„2032 წლისთვის ყურადღების ცენტრშია, როგორ დავიცვათ ნატო-ს ტერიტორიები რუსებისგან, ჩვენი გრძელვადიანი საფრთხისგან, რომელიც შენარჩუნდება მას შემდეგაც, რაც გაფორმდება შეთანხმება უკრაინასთან“, – განაცხადა მარკ რუტემ.

ამასთან, რუტე ადასტურებს, რომ აშშ რჩება ალიანსის საიმედო პარტნიორად და აღნიშნავს, რომ მისთვის ცნობილია ამერიკელების მოლოდინის შესახებ, რომლებიც ელოდებიან, რომ ევროპელები და კანადელები უფრო მეტს გაიღებენ თავდაცვითი ხარჯებისთვის. მისი თქმით, ეს აუცილებელია არა მხოლოდ რუსული საფრთხეების, არამედ ჩინეთის მიერ ბირთვული შეიარაღების გაძლიერების, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის გამოც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics