|
2025-04-03 09:39:00, 1040 ნახვა
ეკონომიკა
ლიბერთიმ პრემიუმ საბანკო მომსახურების ახალი ბრენდი - სტუდიო ლიბერთი წარადგინა
ლიბერთიმ, მომხმარებელს ახალი, პრემიუმ საბანკო მომსახურების ბრენდი სტუდიო ლიბერთი ახლახანს გააცნო. სტუდიო ლიბერთი - ეს არის უნიკალური სივრცე, რომელიც საქართველოში პირველად ბიზნესისა და პირადი ფინანსური საჭიროებების თანაკვეთაზე შეიქმნა. სტუდიო ლიბერთიში მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა ერთ სივრცეში, მარტივად, ბარიერების გარეშე მიიღოს გამორჩეული, თავის საჭიროებებზე მორგებული პრემიალური მომსახურება როგორც ბიზნესის, ასევე პირადი ფინანსების სამართავად. “მოხარული ვართ, რომ სტუდიო ლიბერთიში საბანკო მომსახურების სრულიად ახლებურ გამოცდილებას ვქმნით - სტუდიო სივრცე მულტიფუნქციურია და ჩვენი მომხმარებლები აქ მიიღებენ პრემიალურ საბანკო მომსახურებას, ისარგებლებენ სივრცით და დაესწრებიან მხოლოდ მათთვის ორგანიზებულ საინტერესო ღონისძიებებებს. მთავარი ფაქტორი, რაც სტუდიო ლიბერთის განსაკუთრებულ გამოცდილებად აქცევს, სტუდიო ბანკირია. ადამიანი, რომელიც მომხმარებლებს დაეხმარება ბანკთან ყოველდღიურ ურთიერთობასა და საუკეთესო ფინანსური გადაწყვეტილების მიღებაში, და ამასთანავე სტუდიო სივრცის ეფექტურად ათვისებაში. მნიშვნელოვანია, რომ გამოცდილი ბანკირების დახმარებით, სტუდიო ლიბერთის წევრები ყველა საბანკო სერვისს - როგორც ბიზნესის, ასევე პირადი ფინანსების სამართავად სწრაფად და რაც მთავარია ერთ სივრცეში მიიღებენ.’ – ლედი კოჭლამაზაშვილი, ლიბერთის პერსონალური ბანკინგის და მომხმარებლისთვის ღირებულების შექმნის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. სტუდიო ლიბერთის სივრცეები ამ ეტაპზე ფუნქციონირებს თბილისსა და ქუთაისში: თბილისი - აბაშიძის 70 | ქუთაისი - გრიშაშვილის 19 სტუდიო ლიბერთის პრემიუმ და ციფრული ნაკრების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://studioliberty.ge/ka/studio-subscription-plans. ____________
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)