08:09 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-01 09:09:44, 599 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ბრძოლა გამარჯვებამდე გრძელდება

ბრძოლა გამარჯვებამდე გრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, წინააღმდეგობის პლატფორმა გამარჯვებისკენ შემდეგი ნაბიჯია.

„წინააღმდეგობის პლატფორმა აღიარებს და მხარს დაუჭერს „ქართული ქარტიის“ პრინციპებს - სამოქმედო გეგმას დემოკრატიის აღდგენისა და საქართველოს მართებული ევროპული გზის დასაცავად. წინააღმდეგობის პლატფორმა გამარჯვებისკენ შემდეგი ნაბიჯია. გაერთიანებული ფრონტი. მკაფიო სტრატეგია. თავისუფლებისადმი ურყევი ვალდებულება. ბრძოლა გრძელდება იქამდე, სანამ გამარჯვებას არ მივაღწევთ“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

მისი თქმით, „ხალხი არასდროს დანებდება“.

„31 მარტი დამოუკიდებლობის დღეა და არა სასოწარკვეთის. რეჟიმს სურს, რომ იმედი დაკარგოთ, მაგრამ საქართველო მტკიცედ დგას. ბრძოლა გრძელდება - გამარჯვებამდე“, - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics