|
2025-03-31 09:34:01, 796 ნახვა
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ - მზად ვართ, მივაღწიოთ შეთანხმებას ღაზადან მძევლების გათავისუფლების შესახებ
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამიმ ნეთანიაჰუს განცხადებით, მზად არის მიაღწიოს შეთანხმებას მძევლების გასათავისუფლებლად და რომ „ჰამასზე“ სამხედრო ზეწოლა ეფექტური იყო. „მზად ვართ. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ცეცხლის ქვეშ და ვხედავთ, რომ ბზარები ჩნდება. სამხედრო ზეწოლა მუშაობს. მუშაობს იმიტომ, რომ ერთდროულად მოქმედებს. ერთის მხრივ, ის ანადგურებს „ჰამასის“ სამხედრო და სამთავრობო შესაძლებლობებს და, მეორე მხრივ, ქმნის პირობებს ჩვენი მძევლების გასათავისუფლებლად“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ. მისი თქმით, საერთაშორისო და საშინაო დონეზე ზეწოლის ქვეშ, „ჰამასმა“ უნდა დაყაროს იარაღი და რომ მის ლიდერებს მიეცემათ უფლება, ტერიტორია დატოვონ. ნეთანიაჰუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელი მზადაა ისაუბროს მძევლების გათავისუფლება-ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფინალურ ეტაპზე. ”ჩვენ მზად ვართ. „ჰამასი“ დაყრის იარაღს. მის ლიდერებს მიეცემათ უფლება წავიდნენ. ჩვენ უზრუნველვყოფთ ღაზას სექტორში ზოგად უსაფრთხოებას და შესაძლებელს გავხდით ტრამპის გეგმის, ნებაყოფლობითი იმიგრაციის გეგმის, განხორციელებას“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ. შეგახსენებთ, “ჰამასის” ხელმძღვანელმა, ხალილ ალ-ჰაიამ გუშინ განაცხადა, რომ “ჰამასი” დათანხმდა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას, რომელიც შუამავლებისგან, ეგვიპტისა და კატარისგან, ორი დღის წინ მიიღო.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)