13:24 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-13 10:45:15, 528 ნახვა

საზოგადოება
მერია არქეოლოგიური კვლევების ჩასატარებლად კონკურსს აცხადებს

თბილისის მერია, დედაქალაქის მასშტაბით,  არქეოლოგიური კვლევების განსახორციელებლად კონკურსს აცხადებს. კონკურსით დაინტერესებულმა  პირებმა პროექტები თბილისის მერიაში 2016 წლის 1 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარადგინონ. საკონკურსო განაცხადებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქეოლოგიური საბჭო განიხილავს. 

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კონკურსი  „შაჰტახტის (შაიტახტის)  დედაციხის“  მონაკვეთზე გამოაცხადა, სადაც არქეოლოგიური პროექტების შესარჩევი პირველი კონკურსის შედეგად არქეოლოგიური კვლევის  ნაწილი უკვე დასრულდა.   

დავით ნარმანიამ, არქეოლოგიურ  საბჭოს წევრებთან ერთად, „შაჰტახტის დედაციხის“  მონაკვეთზე უკვე ჩატარებული არქეოლოგიური  სამუშაოების შესახებ ანგარიში მოისმინა და ტერიტორია დაათვალიერა.
„გასული წლის კონკურსის შედეგად ჩატარებული არქეოლოგიური კვლევების შემდეგ  საკმაოდ კარგი შედეგი მივიღეთ. ამიტომ, კონკურსი წელსაც გამოცხადდა. თბილისის ისტორიულ ნაწილში ჩატარდება არქეოლოგიური კვლევები, რომლის საშუალებითაც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება შეიძლება იმასთან დაკავშირებით, რაზეც დღეს ვარაუდი არსებობს. ეს არის ჩვენი ქალაქის ისტორიის გაცოცხლება, მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ მოვუაროთ კულტურულ მემკვიდრეობას, რომ მომავალ თაობას გადავცეთ ის, რაც ჩვენთვის ძალიან ძვირფასია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

არქეოლოგიური პროექტების შესარჩევი კონკურსი პირველად 2015 წლის ივნისში გამოცხადდა. შედეგად, კვლევები „წმ. 40 სებასტიელ მოწამეთა“, „შაჰტახტის“, „საჯოგისა“  და „თრელიგორების“ ნასახლარის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა. რაც შეეხება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქეოლოგიურ საბჭოს, ის 2015 წლის 9 ივნისს შეიქმნა. საბჭო 14 წევრისგან შედგება და  მისი თავმჯდომარე დედაქალაქის მერი დავით ნარმანიაა. არქეოლოგიური საბჭოს მიზანი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არქეოლოგიური კვლევების ხელშეწყობა და ტურისტული მარშრუტების გამდიდრებაა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics