|
2025-03-27 15:48:08, 661 ნახვა
პოლიტიკა
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი - სააპელაციო სასამართლომ ყადაღა ძალაში დატოვა
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ორგანიზაციის ადვოკატების საჩივარი და ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს 14 მარტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ორგანიზაციის ყველა ანგარიში დაყადაღებულია "ძალაში რჩება ყადაღა ორგანიზაციის ყველა ანგარიშზე, მათ შორის ანგარიშებზე, რომლითაც თბილისის სახლი მიმდინარე პროექტებს ანხორციელებდა" - წერია ორგანიაციის განცხადებაში. 20 მარტს, ჟორჟოლიანმა ფონდისთვის ყადაღის მოხსნის თხოვნით, გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს მიმართა. 17 მარტს, ივანიშვილის სატელიტი მოძრაობის, "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ რამდენიმე ფონდის ანგარიში დააყადაღა - უწყების განცხადებით, დაყადაღებულია: - ნანუკას ფონდი, ფროსფერითი, ფონდი ერთმანეთისთვის 24/7, სირცხვილია, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. აღნიშნული ფონდები ფინანსურ და იურიდიულ დახმარებას უწევენ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული და დაჯარიმებული მოქალაქეებს. ასევე გურიის სტიქიის დროს დაზარალებულ მოსახლეობას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)