|
2025-03-27 10:57:48, 613 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - მთავრობის მშვიდობის პოლიტიკა გვაძლევს შესაძლებლობას, გვქონდეს ეკონომიკური ზრდა
ეკონომიკური ფორუმის მეჩვიდმეტე დისკუსიას დავესწარი, სადაც ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად ვიმსჯელეთ ხელისუფლების როლზე რეგიონული პოლიტიკის და ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის ეკონომიკური განვითარება არის ეროვნული ინტერესის დონის საკითხი, ამიტომ მთელი ყურადღება მიპყრობილია იმაზე, რომ ბიზნესს ჰქონდეს მეტი განვითარების შესაძლებლობა. „ამ მხრივ, მშვიდობის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ეწევა, განსაკუთრებით ბოლო სამი წლის განმავლობაში არსებული გამოწვევების ფონზე, გვაძლევს შესაძლებლობას, რომ გვქონდეს ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი კონტინენტზე. ზუსტად ამ პოლიტიკის გაგრძელებით და ეკონომიკური თავისუფლების გარემოს უზრუნველყოფით, დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალშიც ქვეყანა მაღალი შედეგით იქნება წარმოდგენილები“, – წერს პაპუაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)