|
2025-03-26 21:04:56, 938 ნახვა
პოლიტიკა
tv პირველის ჟურნალისტ ნატა ქაჯაიას პარლამენტში მუშაობა 6 თვით აუკრძალეს
„tv პირველის“ ჟურნალისტ ნატა ქაჯაიას პარლამენტში მუშაობა 6 თვით აუკრძალეს. პარლამენტის აპარატის უფროსის, კახა ოქროჯანაშვილის წერილიდან ირკვევა, რომ ჟურნალისტმა დაარღვია შალვა პაპუაშვილის დადგენილი წესი - ინტერვიუს ჩაწერაზე უარის მიღების მიუხედავად განაგრძო ვიდეოგადაღება. გადაწყვეტილება 24 მარტს არის მიღებული, შესაბამისად, ნატა ქაჯაიას პარლამენტის შენობაში მუშაობის შესაძლებლობა აღარ ექნება 2025 წლის 24 სექტემბრამდე. მასალა („რაზე დარდობს და როგორ დასცინის რეჟიმი ხალხს - ხარება დაზარალებულად სცნეს“), რომლისთვისაც ნატა ქაჯაია პარლამენტში ინტერვიუებს წერდა, „ნოდარ მელაძის შაბათში“ 22 მარტს გავიდა. სიუჟეტი შეეხებოდა პროევროპულ აქციებზე დაკავებული ახალგაზრდების საქმის მასალებს, რომლიდანაც ირკვეოდა, რომ პარლამენტი სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი დემონსტრაციების მიმდინარეობისას ინფრასტრუქტურის დაზიანებაზე საუბრობდა. სწორედ ამ საკითხზე კითხვის დასმის გამო ჟურნალისტს შეზღუდვები დაუწესეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)