|
2025-03-26 20:34:38, 737 ნახვა
მსოფლიო
კონტრტერორიზმისთვის დაჯილდოებული კადიროველი კომანდირი ჰამასის დახმარების პირობას დებს
ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ახმატ კადიროვის სახელობის საპატრულო-საგუშაგო პოლიციის პოლკის მეთაური, ზამიდ ჩალაევი საკუთარ ტელეგრამ არხზე პალესტინური ტერორისტული ჯგუფის, ჰამასის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს. "აბა აქედან წაშლა სცადეთ! ჩვენ მალე შემოგიერთდებით, ეს მხოლოდ დროის ამბავია." - წერს ჩალაევი და აქვეყნებს ჰამასის პროპაგანდისტულ ვიდეოს, რომელშიც ნაჩვენებია, როგორ ხოცავენ დაჯგუფების სნაიპერები ისრაელის სამხედროებს. 2021 წლის მაისში ზამიდ ჩალაევმა რუსეთის გმირის წოდება მიიღო. მას ჯილდო ანტიტერორისტული სპეცოპერაციის წარმატებით ჩატარებისთვის მიანიჭეს. "ძალიან მესიამოვნა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მაღალ დონეზე შეაფასა ზამიდ ჩალაევის დამსახურება ტერორიზმთან ბრძოლაში. თითქმის მთელი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში ზამიდი ჩვენს სამშობლოს ემსახურება, არაერთხელ მიუღია მონაწილეობა განსაკუთრებით რთულ და სარისკო სპეცოპერაციებში უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წევრების გასანეიტრალებლად." - აღნიშნავდა ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი ჩალაევის დაჯილდოებას. 2021 წლის 20 იანვარს ჩალაევი ხელმძღვანელობდა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს (ISIS) კავკასიის ვილაიეთის მეთაურის, ასლან ბიუტუკაევის ჯგუფის განადგურებას. სპეცოპერაცია გროზნოდან 30 კილომეტრის დაშორებით, სოფელ კატარ-იურტში ჩატარდა. წარსულში მედიებში გავრცელებული იყო ცნობები, რომ ჩალაევი ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა დარღვევებში იყო ჩართული.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)