|
2025-03-26 11:51:39, 673 ნახვა
პოლიტიკა
პაატა დავითაია 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი კომისიის მუშაობაზე - მუშაობის პერიოდში, ერთხელაც კი არ ყოფილა ზეწოლა
პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარის, პაატა დავითაიას განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი კომისიის დასკვნის მომზადების ან მისი მიღების შემდგომ, „არც ერთი მაშინდელი თანამდებობის პირის მხრიდან ზეწოლა არ ყოფილა“. ამის შესახებ მან „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ამავე კომისიის მდივნის, სოზარ სუბარის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „ძალიან ხშირად, დაწყებული დამლაგებლიდან, დამთავრებული ჟურნალისტ-პოლიტიკოსით, ყველა კითხულობს ამ თემას. სრული სერიოზულობით, ღმერთის წინაშე ვაცხადებ, რომ კომისიის მუშაობის პერიოდში, ერთხელაც კი არ ყოფილა ზეწოლა, მითითება ან შემოვლითი მითითებაც კი, იმასთან დაკავშირებით, რომ ჯობდა ასე, ისე, ან სხვანაირად ყოფილიყო, პირობითად ვამბობ. პირიქით, თუ საუბარია ზეწოლის მექანიზმების გამოყენებაზე, ღიად ვიძახი, რომ მე, როგორც კომისიის თავმჯდომარე, ვიყენებდი ზეწოლის ბერკეტებს, რათა კომისიის დაკითხვაზე ხალხი მოსულიყო. პირდაპირ გეუბნებით. როგორც თქვენ გაქვთ სამართლებრივი ბერკეტი, მე ეს ბერკეტი ასეთ დონეზე მქონდა. მხოლოდ და მხოლოდ ნაწილი მქონდა. მაგრამ ამ ბერკეტს ბევრი მიზეზის გამო ვიყენებდი. ცალსახად ვადასტურებ, რომ შემდგომაც, კომისიის დამთავრების პერიოდშიც არცერთი თანამდებობის პირის მხრიდან არ ყოფილა ასეთი რამ. ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა, ამ დასკვნას მხოლოდ პაატა დავითაიამ არ მოაწერა ხელი. ამ დასკვნას მოაწერა ხელი ცხრავე წევრმა და აქედან, ხუთი წარმოადგენდა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიას, მაშინდელ უმრავლესობას. კომისია გადაწყვეტილებებს კონსენსუსის გზით იღებდა. ეს ხარვეზები აღიარეს. ამიტომ, ზეწოლის განხორციელება ძალიან გაუჭირდებოდათ, პირდაპირ ვამბობ“,- აღნიშნა დავითაიამ.
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)