00:08 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-24 15:15:52, 440 ნახვა

მსოფლიო
ფილიპინებისა და აშშ-ს ჯარისკაცებმა სამკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს

ფილიპინებისა და აშშ-ს ჯარისკაცებმა სამკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს, რომლის მიზანიც ტერიტორიული თავდაცვის გაძლიერება და ფართომასშტაბიანი ძალების განლაგების მართვის სწავლებაა. ინფორმაციას ფილიპინების არმია ავრცელებს.

დაახლოებით 5 000-მდე ჯარისკაცი ფილიპინების არმიიდან და აშშ-ს წყნარი ოკეანის არმიიდან მონაწილეობას მიიღებენ საბრძოლო მოქმედებებში და ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ. წვრთნების მეორე ნაწილი წლის მეორე ნახევარშია დაგეგმილი.

ასევე, წვრთნები მიზნად ისახავს ორი ქვეყნის არმიების გაერთიანებული ოპერაციების გაუმჯობესებას, მასშტაბურ მანევრებს, სროლისა და ტერიტორიული თავდაცვის გაძლიერებას.

ამასთან, პენტაგონის ცნობით, აშშ-ს თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეთი მანილაში ჩასვლას ამ კვირაში გეგმავს, სადაც ფილიპინების ლიდერებს და მათ სამხედრო ძალებს შეხვდება.

აშშ-ს და ფილიპინების ყოველწლიური ერთობლივი სამხედრო წვრთნები 2016 წლიდან იმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics