|
2016-03-12 13:40:35, 559 ნახვა
საზოგადოება
მოსალოდნელია მედიკამენტებზე ფასის კიდევ უფრო დაწევა
ბოლო პერიოდის კვლევების თანახმად ფასები ყველაზე მოხმარებად მედიკამენტებზე კლებულობს. ექსპერტთა ერთი ნაწილი აღნიშნულ პროცესს იმ სახელმწიფო პოლიტიკას უკავშირებს, რაც ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციის ზრდის წახალისებას გულისხმობს. jandacva.ge- არასამთავრობო ორგანიზაციის ჯანდაცვის პლატფორმა ხელმძღვანელს ნინო ფოფხაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ მედიკამენტებზე ფასები კლებულობს. მისი თქმით, ბაზარზე მოქმედი ფარმაცევტული კომპანიები ადეკვატურად რეაგირებენ სახელმწიფოს მიერ მათთვის შეთავაზებულ ახალ რეალობაზე, რაც მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე კონკურენციის უზრუნველყოფას გულისხმობს. „არავისთვისაა უცხო, რომ ფარმაცევტული ბაზრის ფიგურანტები თითქმის ოცი წელია, პრაქტიკულად, რეგულაციების გარეშე მუშაობენ ბაზარზე. წინა ხელისუფლება ამ პროცესს ლიბერალური ეკონომიკის პრინციპების წახალისებით ამართლებდა. ფაქტი კი იყო ის, რომ საზოგადოებაში წლიდან-წლამდე მყარდებოდა განცდა, რომ საქართველოში მოქმედებდა ფარმაცევტული კარტელი, რომელიც საკუთარი ბიზნეს-ინტერესებიდან გამომდინარე, მედიკამენტებს მომხმარებელს შეუსაბამოდ და უსამართლოდ ძვირად სთავაზობდა. ამ მიმართულებით ბოლო წლების პოლიტიკა კარდინალურადაა შეცვლილი და სახეზე გვაქვს სახელმწიფოს ქმედება, რამაც შედეგად კონკურენციისთვის მაქსიმალურად გახსნილი ბაზარი უნდა ჩამოაყალიბოს“, - აცხადებს ფოფხაძე. მისი თქმით, ამ პოლიტიკას შედეგი უკვე მოაქვს, რამდენადაც ჯანდაცვის პლატფორმის დაკვირვებით, ბოლო თვეებია მედიკამენტების ფასებზე დაღმავალი ტენდენციაა შენარჩუნებული. „ჩვენი ორგანიზაცია, სხვადასხვა ფორმებით, მათ შორის საკონტროლო შესყიდვების გზით, ბოლო ექვსი თვეა, ფარმაცევტულ ბაზარზე ინტენსიურ დაკვირვებას ახორციელებს. პირველადი მოხმარების ჯგუფების მედიკამენტებზე ფასები საშუალოდ 35–45 %-ით არის შემცირებული. ვფიქრობ, მედიკამენტებზე ფასების კლების ტენდენცია ხანგრძლივი პერიოდით შენარჩუნდება, რადგან ბაზარზე ახალად შემოსული კომპანიები პირველადი მოხმარების მედიკამენტების იმპორტს გაცილებით იაფად ახორციელებენ. შესაბამისად, მათი პრეპარატებიც უფრო ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის, ეს პროცესი იძულებულს ხდის ტრადიციულ იმპორტიორებს მარჟის შემცირებისა თუ მომწოდებლებთან მოლაპარაკებების შედეგად, თავადაც გააიაფონ პროდუქცია. ჩვენი დაკვირვების მართებულობას ადასტურებს ასევე ფანასკერტელის ინდექსის ბოლო მონაცემებიც, რომლის თანახმადაც 200 ყველაზე მოხმარებად მედიკამენტზე ფასები თებერვალში, იანვართან მიმართებით 4,5 %-ით არის შემცირებული“, – აცხადებს ფოფხაძე.
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)