|
2025-03-24 10:00:12, 496 ნახვა
მსოფლიო
ექრემ იმამოღლუ - ერი დაუვიწყარ სილას გაარტყამს ამ ხელისუფლებას
„რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ საპრეზიდენტო პრაიმერიზში რეკორდული აქტივობა იყო. ერი დაუვიწყარ სილას გაარტყამს ამ ხელისუფლებას, - ასე გამოეხმაურა პატიმრობაში მყოფი სტამბოლის მერი, ექრემ იმამოღლუ „რესპუბლიკურ სახალხო პარტიაში“ ჩატარებულ შიდაპარტიულ არჩევნებს, რომელიც პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატის გამოსავლენად ჩაატარა. „მინდა გაგიზიაროთ ამბავი სილვირის ციხიდან, რომელმაც ძალიან გამახარა. ჩვენი „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ საპრეზიდენტო პრაიმერიზში რეკორდული აქტივობა იყო. 15 მილიონმა ჩვენმა მოქალაქემ მისცა ხმა. სამთავრობო ტირანიით, დანგრეული ეკონომიკით და უკანონობით დანგრეული ამ ქვეყნის ათობით მილიონი ადამიანი საარჩევნო ყუთებისკენ გაიქცა. მათ ერდოღანს უთხრეს "საკმარისია". ერი დაუვიწყარ სილას გაარტყამს ამ ხელისუფლებას“, - წერს იმამოღლუ სოციალურ ქსელში. პარტიის ლიდერმა, ოზგურ ოზელმა განაცხადა, რომ პრაიმერიზში პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევას ხმა 15 მილიონმა ადამიანმა მისცა. სტამბოლში გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ოზელმა აღნიშნა, რომ ამ ხმებიდან დაახლოებით 1.6 მილიონი პარტიის წევრებს ეკუთვნის, დანარჩენი კი იმამოღლუს მიმართ სოლიდარობის გამოხატვის ნიშნად სხვა მოქალაქეების ხმებია. ოზელის მტკიცებით, ხმებმა აჩვენა, რომ ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია. ცნობისთვის, თურქეთის ოპოზიციურმა „რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ“ 2028 წლის არჩევნების საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად თურქეთსა და რამდენიმე ქვეყანაში საარჩევნო ყუთები განათავსა.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)