22:35 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-15 13:05:41, 1211 ნახვა

საზოგადოება
არაგვის ხიდზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ავტოტრანსპორტის გადაადგილება ალტერნატიული გზითაც იქნება შესაძლებელი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე  (მარცხენა, თბილისის მიმართულება), ხიდის სავალ ნაწილზე დაზიანებული ფილის აღდგენის სამუშაოების გამო, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს გზის ერთ ზოლზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოები  გაგრძელდება 10 დღის განმავლობაში.

სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, გაზრდილი მოძრაობის ინტენსივობის პირობებში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შეფერხებით, რის გამოც, სამუშაოების წარმოების პერიოდში,  დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით შესაძლებელია ისარგებლოთ ალტერნატიული გზებით -ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურისა და ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზების გამოყენებით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics