|
2025-03-14 16:49:01, 713 ნახვა
სამართალი
პროკურატურა - ზუგდიდში რამდენჯერმე გაასაღეს დიდი ოდენობით მეთადონი, 3 პირს პატიმრობა შეეფარდა
პროკურატურის ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტზე სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნო. უწყების ცნობით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სამივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 16, 15 და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. "სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ სამმა ბრალდებულმა, რომლებიც ორგანიზებული ჯგუფის წევრები იყვნენ, ზუგდიდში რამდენჯერმე გაასაღეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე), ხოლო ერთ-ერთმა ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე). ბრალდებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, მე-5 ნაწილის „ა“ და მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება, ორგანიზებული ჯგუფის მიერ), ხოლო ერთ პირს, ასევე, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა) და 273-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (მარიხუანის უკანონო შეძენა შენახვა) წარედგინა" - წერია პროკურატურის განცხადებაში.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)