|
2025-03-14 15:47:25, 4915 ნახვა
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი - სახელმწიფო ნარკოტიკების გამყიდველების მიმართ დაუნდობელი იქნება!
სახელმწიფო ნარკოტიკების გამყიდველების მიმართ დაუნდობელი იქნება! - ის ადამიანები, რომლებიც ამ გამკაცრებას ეწინააღმდეგებიან, ფაქტობრივად, ჩვენი მომავალი თაობის უკეთესი მომავლის წინააღმდეგი არიან! - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისიე თქმით, კანონმდებლობის გამკაცრების გარეშე, „ამ მავნე სენთან ბრძოლა ძალიან რთულია“. „ნარკოტიკები, ნარკომანია არის გამოწვევა, რომლის მიმართაც სახელმწიფო უნდა იყოს ადეკვატური. ყველა იმ ცვლილებას, რაც არის დაინიცირებული და რასაც ვიხილავთ საქართველოს პარლამენტში, ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში გააჩნია ერთადერთი მიზანი - ჩვენი საზოგადოების, ჩვენი მომავალი თაობის დაცვა იმ მავნე და მომაკვდინებელი ზეგავლენისგან, რასაც იწვევს, ზოგადად, ნარკომანია. ყველა ის შეზღუდვა, თუ გამკაცრება, რაც არის ახალი ინიციატივებით გათვალისწინებული, ემსახურება სწორედ ამ მიზანს. როგორც მოგეხსნებათ, სახელმწიფო ყველა გამოწვევის მიმართ უნდა იყოს რელევანტური იმის შესაბამისად, კონკრეტულ ვითარებაში, დროის კონკრეტულ მონაკვეთში, რა პრობლემის წინაშე დგას საზოგადოება. შესაბამისად, ის ადამიანები, რომლებიც გამკაცრებას ეწინააღმდეგებიან, ფაქტობრივად, ჩვენი მომავალი თაობის უკეთესი მომავლის წინააღმდეგი არიან,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)