04:52 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-13 13:48:12, 500 ნახვა

მსოფლიო
რუსეთში ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის გამკაცრება იგეგმება

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის თქმით, დეპუტატებმა ე.წ. უცხოეთის აგენტების კონტროლის გამკაცრების მიზნით ახალი ზომები მოამზადეს.

ახალი საკანონმდებლო ინიციატივების მიხედვით, უცხოეთის აგენტებად ჩაითვლებიან ის პირები, რომლებიც  მთავრობის შეფასებით, "ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს ეხმარებიან, რომელშიც რუსეთი არ მონაწილეობს, მაგალითად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს".

ასევე, ის ადამიანები, რომლებიც "ეხმარებიან სხვა ქვეყნების ხელისუფლებებს ისეთ საქმიანობაში, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების წინააღმდეგ არის მიმართული".

ასევე, ე.წ. უცხოეთის აგენტების რეესტრში მოხვდებიან ისინი, ვინც სხვა პირებს ჩართავენ მონაცემების შეგროვებაში "სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის სფეროში", რომელიც შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ იყოს გამოყენებული.

გარდა ამისა, დეპუტატები გეგმავენ, რომ ე.წ. უცხოეთის აგენტებისა და რუსეთიდან წასული მოქალაქეების წინააღმდეგ სასამართლო პროცესები მათი მონაწილეობის გარეშე ჩატარდეს, თუ საქმე ეხება შემდეგ მუხლებს: "ტერორიზმისა და ექსტრემიზმისკენ მოწოდებები, რუსეთის სამხედრო ძალებზე ყალბი ინფორმაციის გავრცელება, სამხედრო სასაფლაოებისა და მონუმენტების განზრახ დაზიანება ან განადგურება და ნაციზმის რეაბილიტაცია".

ამასთან, რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოწოდების გამო დადგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 წლამდე ვადით და ქონების კონფისკაციას.

ასევე, 7 წლამდე პატიმრობა და ქონების კონფისკაცია დაემუქრებათ იმ პირებს, ვინც ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციას ეხმარებიან, რომელშიც რუსეთი არ მონაწილეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics