|
2025-03-13 12:12:11, 1114 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 78 დრონი ჩამოაგდეს
უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 78 დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით „ისკანდერ-მ“ ტიპის 1 ბალისტიკური რაკეტა და 117 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 78 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 38 დრონი უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა. „მტრის თავდასხმის შედეგად სუმის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, კიევის, ჩერნიგოვის, ოდესისა და ზაპოროჟიეს ოლქები დაზარალდა“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში. უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ჩერნიგოვის, კიევის, ხმელნიცკის, ვინიცის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ოდესისა და ნიკოლაევის ოლქებში გაანადგურეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)