|
2025-03-12 15:43:07, 606 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილისთვის 9-წლიანი პატიმრობის შეფარდებას სამარცხვინოს უწოდებს
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის 9-წლიანი პატიმრობის შეფარდებას სამარცხვინოს უწოდებს. როგორც გვარამია „ფეისბუქზე“ წერს, აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სამარცხვინო რამ „ქოცების სასამართლოს და პროკურატურას არ უქნია“. „იმაზე სამარცხვინო, რაც პიჯაკების საქმე და მისი შედეგია - 9 წლიანი პატიმრობა მიშა სააკაშვილს, „ქოცების“ სასამართლოს და პროკურატურასაც კი არ უქნია. თავისუფლება პოლიტპატიმარ სააკაშვილს!“, - წერს გვარამია. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას კი, 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)