|
2025-03-12 15:33:03, 517 ნახვა
პოლიტიკა
იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ გირჩი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას იწყებს
გირჩი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას იწყებს - ამის შესახებ პარტიის ლიდერებმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა და იაგო ხვიჩიამ ისაუბრეს. იაგო ხვიჩიას თქმით, სალომე ზურაბიშვილი თუ ბოიკოტისკენ წაიყვანს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციას, "ეს იქნება ძალიან კარგი საქმე". "ხალხს ამდენ პარაზიტს მოაშორებ და არ დააბნევ არჩევნებზე, არ იქნება ცუდი საქმე. [...] ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხალხს მივცემთ საშუალებას, რომ გააცნონ საზოგადოებას საკუთარი პრობლემები, ხედვები ამ პრობლემების მოსაგვარებლად და გააცნონ საზოგადოებას თავი, როგორც ადამიანებმა, რომლებიც წარმოადგენენ მათ რაღაც კონკრეტული პირობებით" - ამბობს იაგო ხვიჩია გირჩი TV-ის ეთერში. პროდასავლური ოპოზიციური პარტიები 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე უარს ამბობენ. მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგნელები მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრებს მართავენ. ბოლო ასეთი შეხვედრა 10 მარტს შედგა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)