00:13 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-12 15:14:01, 897 ნახვა

ეკონომიკა
ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალია

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასი კვლავ შეინარჩუნეს და საქართველოში დატოვეს.

რუმინეთთან შეხვედრა 50-ე სანაკრებო მატჩი იყო აკა ტაბუცაძისთვის, რომელმაც თავისი 47-ე ლელო მიითვალა და ამ მაჩვენებლით, სანაკრებო მელელოვეების ტოპ 10-ში ლეგენდარულ ირლანდიელ ბრაიან ო’დრისკოლს გაუთანაბრდა (მე-9 პოზიცია).

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში, რიჩარდ ქოქრილის გაწვრთნილმა გუნდმა ესპანეთს ერთხელ უკვე დამაჯერებლად მოუგო - 62:32 და დიდი ალბათობით, მეტოქეს არც ფინალურ მატჩს დაუთმობს. ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულისკენ დამაჯერებლად მიიწევენ.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალს, 16 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება.

გულშემატკივრებისთვის სტადიონის ტერიტორიაზე მოწყობილ ფან-ზონაში კი, თიბისის ახალი ბარათითა და ერთგული ბარათით შეგიძლიათ ისარგებლოთ 30%-იანი ქეშბექით და დაიბრუნოთ მაქსიმუმ 30 ლარი.

თიბისისა და ქართული რაგბის ათწლიანი პარტნიორობის ისტორია ბევრ გამარჯვებას, მნიშვნელოვან წარმატებასა და უამრავ დაუვიწყარ ისტორიას აერთიანებს. ახალი სიმაღლეების დასაპყრობად ბრძოლას კვლავ ერთობლივი ძალებით ვაგრძელებთ.

#ერთადგავიმარჯვებთ





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics