|
2025-03-11 20:49:25, 642 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე - კონსორციუმმა საარბიტრაჟო დავის დაწყებამდე ოფიციალურად მიმართა მთავრობას, მთავრობამ მორიგებაზე უარი განაცხადა
კონსორციუმმა საარბიტრაჟო დავის დაწყებამდე ოფიციალურად მიმართა მთავრობას, მთავრობამ მორიგებაზე უარი განაცხადა, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ იურიდიულ მომსახურებაში 72 მილიონ ლარამდე დახარჯა, ნაცვლად იმისა, რომ გარანტიად გაეცა და ახლა ანაკლიის პორტი უკვე დამთავრებული და ამუშავებული იქნებოდა. “კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ანაკლიაზე. კონსორციუმმა საარბიტრაჟო დავის დაწყებამდე ოფიციალურად მიმართა მთავრობას, დავის მორიგებით დასასრულებლად, რაც ავტომატურად გულისხმობდა პორტის მშენებლობის დასრულებას - შესაბამისად, ქართველი, ამერიკელი და ევროპელი ინვესტორების პროექტში შენარჩუნებას. მთავრობამ მორიგებაზე უარი განაცხადა, იურიდიულ მომსახურებაში დახარჯა 72 მილიონ ლარამდე, ბიუჯეტის და ხალხის ფული იმისთვის, რომ ბოლომდე მოეკლა პროექტი. ამის ნაცვლად, ეს თანხა გარანტიად რომ გაეცა მთავრობას, როცა საერთაშორისო ბანკები სთხოვდნენ, ახლა პორტი დამთავრებული და სრული დატვირთვით ამუშავებული იქნებოდა. სწორედ ეს არის ბიძინას ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული რუსული პოლიტიკა!” - წერია ხაზარაძის ფეისბუკ-პოსტში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)