|
2025-03-11 14:21:03, 479 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - აშშ-ის პრეზიდენტს თავს ესხმიან „დიფ სთეითთან“ ბრძოლაში
„ეს ორი ადამიანი, რა თქმა უნდა, წარმოადგენს „დიფ სთეითს“, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტი ებრძვის“, - ამის შესახებ კახა კალაძემ ამერიკელი სენატორების, ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის მიერ წარდგენილ MEGOBARI Act-თან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა. „ვიცით, ვის მიერ არის ინიციირებული აღნიშნული აქტი. ეს ორი ადამიანი გამოირჩევა ანტიქართული განცხადებებით, რომლებიც მათგან არაერთხელ მოგვისმენია. ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტი ებრძვის „დიფ სთეითს“, რომელიც მისი ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო. რა თქმა უნდა, ეს სენატორები წარმოადგენენ „დიფ სთეითს“. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის თავდასხმები, რაც რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ აშშ-ის პრეზიდენტის წინააღმდეგ“, - განაცხადა კახა კალაძემ. „რაც შეეხება მის სათაურს, ესეც ცინიკურია, იმიტომ, რომ მეგობრული და მეგობრობასთან კავშირი ამ აქტს არაფერი გააჩნია. ეს არის ჩვეულებრივი მტრობა. ჩვენ რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები. ისინი არ წარმოადგენენ ამერიკის სახელმწიფოს, ისინი წარმოადგენენ და ემსახურებიან კონკრეტულად „დიფ სთეითს“. შესაბამისად, ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს აღნიშნულ აქტს. როდესაც გამოდიან და აშშ-ის პრეზიდენტს თავს ესხმიან „დიფ სთეითთან“ ბრძოლაში, რა თქმა უნდა, ყველაფერი ცხადი და ნათელია“, - აღნიშნა კალაძემ. მისივე შეფასებით, ნებისმიერი საკითხი, რომელიც „დიფ სთეითის“ მომხრეებისთვის პრობლემას წარმოადგენს, რუსულ პროექტად იფუთება, რაც სრული სიცრუეა. „ეს არის ჩვეულებრივი ბლეფი და სიცრუე - „დიფ სთეითის“ ერთგვარი მიდგომა, რომელიც მხოლოდ ჩვენთან მიმართებაში არ ხდება. ჩვენ რა უნდა გაგვიკვირდეს - დააკვირდით, ზოგადად მთელ მსოფლიოში, თუნდაც აშშ-ში, როდესაც ხდება კონკრეტული ქმედებები „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ, მაშინვე მოიშველიებენ და აქვთ ერთგვარი „მესიჯი“, პიარული სვლა - აშშ-ის პრეზიდენტზე პირდაპირ ამბობენ, რუსული პროექტიაო. რუსული „შლეიფით“ უნდათ შეფუთონ ნებისმიერი საკითხი, რომელიც მათ არ აწყობთ და პრობლემაა. შესაბამისად, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის, რადგან ჩვენ ვატარებთ და ვიცავთ ამ ქვეყნის ინტერესს. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ; ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა არ იყოს გამოყენებული ვიღაცების ინტერესების გასატარებლად გარედან“, - განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)