|
2025-03-11 11:35:28, 508 ნახვა
პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე „ქართულ ოცნებას“ - თქვენი პროპაგანდა თოვლში ჩაფლულ მანქანას ჰგავს
მტრის ხატი იმიტომ გჭირდებათ, რომ ხალხმა არ ისაუბროს თქვენს მარცხზე, კორუფციაზე, იზოლაციაზე და ღალატზე! თქვენი პროპაგანდა თოვლში ჩაფლულ მანქანას ჰგავს - რაც უფრო აწვებით, მით უფრო ეფლობით, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. როგორც მანჯგალაძე აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ პროპაგანდა მალე დასრულდება“. „მტერი, მტერი, მტერი - გაცვდა, აღარ მუშაობს, არავის სჯერა! როცა ხალხს სიცივე, შიმშილი და სიღარიბე აწუხებს, ზღაპრებით ვერ დააპურებთ. მოდით, მარტივი კითხვა დავსვათ: თუ ბალტიის ქვეყნები მონები არიან, რატომ ცხოვრობენ ჩვენზე უკეთ და უფრო უსაფრთხოდ? იქ ადამიანები ჩვენზე 4-6-ჯერ მეტ პენსიას, ხელფასს და უკეთეს სერვისებს იღებენ. მაშინ ვინ გამოდის ნამდვილი მონა - ის, ვისაც არჩევანი აქვს, თუ ის, ვინც თქვენს პროპაგანდაშია ჩარჩენილი? თქვენ ეს პროპაგანდა მხოლოდ იმიტომ გჭირდებათ, რომ ხალხმა მთავარი კითხვები არ დასვას:
აი, ამიტომ გჭირდებათ მტრის ხატი, რომ ხალხმა არ ისაუბროს თქვენს მარცხზე, კორუფციაზე, იზოლაციაზე და ღალატზე! თქვენი პროპაგანდა თოვლში ჩაფლულ მანქანას ჰგავს - რაც უფრო აწვებით, მით უფრო ეფლობით. იცოდეთ, ეს ძალიან მალე დასრულდება!“ - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)