|
2025-03-11 10:06:11, 1150 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით 337 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით რუსეთის ტერიტორიაზე 337 უკრაინული დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების ცნობით, ყველაზე მეტი - 126 დრონი - კურსკის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. „გასულ ღამეს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 337 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. 91 უპილოტო საფრენი აპარატი - მოსკოვის ოლქის თავზე, 126 - კურსკის რეგიონის თავზე, 38 დრონი - ბრიანსკის ოლქის თავზე, 25 უპილოტო საფრენი აპარატი - ბელგოროდის ოლქის თავზე, 22 - რიაზანის ოლქის თავზე, 10 დრონი - ორიოლის ოლქში, 6 - ვორონეჟის ოლქის თავზე და 3 უპილოტო საფრენი აპარატი - ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის თავზე“, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში. ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, დრონებით თავდასხმას მოსკოვის ოლქში მსხვერპლი მოჰყვა, კერძოდ, დაიღუპა ერთი და დაშავდა 5 ადამიანი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)