|
2025-03-11 09:51:09, 461 ნახვა
პოლიტიკა
ბადრი ჯაფარიძე - მამუკა ხაზარაძეს ბიუჯეტში არაფერი გადაუხდია
მამუკა ხაზარაძეს ბიუჯეტში არაფერი გადაუხდია, ეს ხარჯი კონსორციუმმა დაფარა, რომელიც მოსაკრებლის სახით იყო დაკისრებული, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. ჯაფარიძის თქმით, არბიტრაჟის ხარჯი ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მხრიდან დიდი ხნის წინ დაიფარა. “მორიგი პროპაგანდისტული ტყუილია "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, იმიტომ, რომ კონსორციუმმა დიდი ხნის წინ დაფარა არბიტრაჟის ხარჯი! მამუკა ხაზარაძეს ბიუჯეტში არაფერი გადაუხდია, ეს ხარჯი კონსორციუმმა დაფარა, რომელიც მოსაკრებლის სახით იყო დაკისრებული. როგორც უკვე აღინიშნა, ეს არის პროპაგანდისტული ტყუილი, სინამდვილეში "ქართული ოცნება" მალავს, იმ უზარმაზარ თანხებს, რომელიც მათ გადაიხადეს დავებისთვის იურიდიულ კომპანიებში. შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული არის საჯაროდ ინფორმაცია, რომ მარტო სადავო საკითხების განსახილველად იურიდიული კომპანიებისთვის 2 წლის განმავლობაში გადახდილია 123 მილიონი ლარი. მათ შორის, "ვაით ენდ ქეის", რომელსაც "ქართული ოცნების" ინტერესების დაცვა ჰქონდა დავალებული, ხალხის ფულიდან 2024 წელს 70 მილიონი ლარი გადაუხადეს. ამიტომ უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ იხარჯება ქართველი ხალხის ფული. ამ ფულით ნაცვლად იმისა, რომ ის გადაყრილიყო-განიავებულიყო იურიდიულ ხარჯებზე, გარანტირებულად შესაძლებელი იყო, დღეს ანაკლიის პორტის სრულად ფუნქციონირება”, - აღნიშნა ჯაფარიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)