21:23 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-10 15:20:57, 459 ნახვა

პოლიტიკა
ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ ყველაფერი, რაც შეიძლება ემსახურებოდეს დამნაშავეების დასჯას, მისი პარტიისთვის მისაღებია

ჩვენი მიზანი არ არის საქართველოს მოქალაქეების დასჯა იმისთვის, რომ მათ უზურპატორმა ხელისუფლებამ არჩევნები მოჰპარა, ჩვენი მიზანია, დავსაჯოთ პასუხისმგებელი პირები, მათ შორის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებსა და ძალადობაში, რეჟიმის გამყარებასა და ჩამოყალიბებაში, – ამის შესახებ პარტის „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი, რაც შეიძლება ემსახურებოდეს დამნაშავეების დასჯას, მისი პარტიისთვის მისაღებია.

„რამდენ ხანს შევძლებთ ამ ხელისუფლების პირობებში, რომ ვიყოთ ეფექტურები, შედეგიანები და მოვახერხოთ ქართველი ხალხის დაცვა „ქართული ოცნების“ მმართველობის ნეგატივისგან, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებისგან, ეკონომიკური სანქციებისგან, არავინ იცის. ჯაფარიძის ნააზრევში მე ვერ გავერკვევი და ვერ გავუწევ საზოგადოებას გიდის ფუნქციას, თუმცა შემიძლია გავიმეორო, რომ ყველაფერი, რაც შეიძლება ითვალისწინებდეს უვარგისი ხელისუფლებისა და უზურპატორი ხელისუფლების პასუხისმგებლობის საქართველოს ხალხისა და მოქალაქეების თავზე დაკისრებას, ჩვენ ამას არ მივესალმებით. ჩვენი მთავარი ამოცანაა, პასუხისმგებლობა დაეკისროთ ადამიანებს, პირთა ჯგუფს, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ამ ქვეყნის, ფაქტობრივად, დემოკრატიული ინსტიტუციების გაჩანაგებაში და ამ ქვეყნის, ფაქტობრივად, ხელისუფლების უზურპაციაში“, – განაცხადა ლილუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics