|
2025-03-09 08:47:10, 1246 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთი არა ომის დასრულებაზე, არამედ მეტის დაპყრობასა და განადგურებაზე ფიქრობს
დონეცკის ოლქში მდებარე დობროპოლიეზე რუსულ იერიშს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. "მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა სამაშველო სამუშაოები დონეცკის ოლქის დობროპოლიეში. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი, კომბინირებული იერიში. დარტყმა გათვლილი იყო ისე, რომ მაქსიმალურად დიდი ზიანი მიეყენებინა. რაკეტები, ასევე შაჰედები ქალაქის ცენტრში. იერიშის ქვეშ მოყვა 9 საცხოვრებელი სახლი, სავაჭრო ცენტრი, მაღაზიები. სამწუხაროდ, 11 ადამიანი დაიღუპა. ვიზიარებ ოჯახის წევრებისა და ახლობლების მწუხარებას. დაღუპულთა შორის არის სამაშველო სამსახურის თანამშრომელი. განმეორებით იერიში სამაშველო სამუშაოების დაწყების დროს მოხდა. დაჭრილია 50 ადამიანი, დაჭრილთა შორის არის 7 ბავშვი, ყველა პატარა 10 წლის გოგონაა". – თქვა ზელენსკიმ. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ "რუსეთი არა ომის დასრულებაზე, არამედ რაც შეიძლება მეტის დაპყრობასა და განადგურებაზე ფიქრობს, სანამ სამყარო ამის უფლებას აძლევს".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)