|
2025-03-08 16:15:22, 724 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი შვედეთის საგარეო უწყების განცხადებაზე - რასაც „დიფ სთეითი“ უკარნახებს, იმას აჟღერებენ
„ქართული ოცნების“ წევრი, უმრავლესობის დეპუტატი გიორგი სოსიაშვილი შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ეს „დიფ სთეითის“ პირდაპირი კარნახით გაკეთებული განცხადებაა. სოსიაშვილის თქმით, „საზოგადოება კარგად აფასებს ხელისუფლების ძალისხმევას, რომ შენარჩუნებული იქნეს მშვიდობა. შესაბამისად, თოჯინების თეატრის რაღაც წარმოდგენებს ყურადღებას არ აქცევენ“. „თოჯინების თეატრის მორიგი წარმოდგენა გახლავთ ეს ამბავი. აქ არაფერ შუაში არ არის შვედეთი და შვედეთის საგარეო უწყების რაღაც განცხადება. აქ არის „დიფ სთეითის“ პირდაპირი კარნახით გაკეთებული განცხადება. „დიფ სთეითი“ რასაც უკარნახებს იმას აჟღერებენ, რომ როგორღაც ჩვენს ქვეყანაში მეორე ფრონტი გაიხსნას, მოხდეს არეულობა, ქვეყანა გაეხვეს ამ უბედურებაში და როგორღაც ცეცხლის ხაზი ჩვენკენ გადმოვიდეს, მაგრამ ჩვენი მოსახლეობის პოზიცია არის ურყევი, მტკიცე. საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევას, რომ შენარჩუნებული იქნეს მშვიდობა. მთელი ამ ხნის მანძილზე ძალიან ბევრი ზეწოლის, ბულინგის მიუხედავად ჩვენ მოვახერხეთ, რომ ჩვენი ხალხისთვის შეგვენარჩუნებინა მშვიდობა და საზოგადოება განვითარებულიყო მშვიდ გარემოში და ეს ასეც იქნება. ასე რომ, თოჯინების თეატრის რაღაც ეპიზოდებს და წარმოდგენებს ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ“, - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში პროტესტის მე-100 დღესთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა და დემონსტრანტებს მხარდაჭერა გამოუცხადა. როგორც შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა ამ კრიზისიდან გამოსავალი იპოვოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)