|
2025-03-08 12:06:06, 1184 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსებმა უკრაინის მიმართულებით სამი რაკეტა და 145 დრონი გაუშვეს
რუსებმა უკრაინის მიმართულებით სამი რაკეტა და 145 დრონი გაუშვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით ისკანდერ-მ/კნ-23 ტიპის 2 ბალისტიკური რაკეტა, ისკანდერ-კ ტიპის ერთი ფრთოსანი რაკეტა და 145 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 79 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 54 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა. „მტრის თავდასხმის შედეგად დონეცკის, პოლტავის, ხარკოვის, სუმისა და ოდესის ოლქები დაზარალდა“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში. უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიევის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, დონეცკის, ნიკოლაევისა და ოდესის ოლქებში გაანადგურეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ ხარკოვის ოლქში მდებარე საწარმოზე განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)