10:17 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-06 13:42:25, 1022 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - კრივი-რიჰის სასტუმროში, რომელსაც რუსებმა ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს, ერთ-ერთი ჰუმანიტარული ორგანიზაციის უცხოელი მოხალისეები იყვნენ განთავსებული

ქალაქ კრივი-რიჰის სასტუმროში, რომელსაც რუსებმა ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს, თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე უცხოელი მოხალისეების ჯგუფი განთავსდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე სასტუმროში განთავსდნენ ერთ-ერთი ჰუმანიტარული ორგანიზაციის მოხალისეები - უკრაინის, შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა.

"სამწუხაროდ, ამ დარტყმას ოთხი ადამიანი შეეწირა. ჯამში 30-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, თავდასხმის ადგილზე მუშაობას ყველა შესაბამისი სამსახური აგრძელებს.

„იმისთვის, რომ ეს ომი და ტერორი შეჩერდეს, რუსეთზე ზეწოლის დაპაუზება არ შეიძლება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics