|
2015-02-16 17:13:04, 717 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი სერბეთის რესპუბლიკის პრემიერს ეროვნულ დღეს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სერბეთის რესპუბლიკის პრემიერს ალექსანდერ ვუჩიჩს ეროვნულ დღეს ულოცავს. „საქართველოს მთავრობის და ჩემი სახელით, მინდა გულწრფელად მოგილოცოთ სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული დღე. დარწმუნებული ვარ, მეგობრული ურთიერთობები სერბეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის კიდევ უფრო გაძლიერდება და განვითარდება მომდევნო წლებში და ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობა მიმართული იქნება ჩვენი ხალხის ერთობლივ კეთილდღეობაზე. თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ გამოვხატო თქვენდამი ჩემი უდიდესი პატივისცემა და გისურვოთ წარმატება, მშვიდობა, გაბრწყინება და კეთილდღეობა”, - ნათქვამია მისალოც წერილში, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალექსანდერ ვუჩიჩს გაუგზავნა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)