13:02 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-01 11:14:34, 561 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - ვოლოდიმირ ზელენსკის გადმოსახედიდან შეხვედრა წარმატებული არ გამოვიდა

ვოლოდიმირ ზელენსკის გადმოსახედიდან შეხვედრა წარმატებული არ გამოვიდა,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მისი გადმოსახედიდან შეხვედრა წარმატებული არ გამოვიდა. მან მეტისმეტი მოინდომა. მე მშვიდობის მიღწევა მსურს. ჩვენ ათწლიან ომსა და თამაშებში ჩართვას არ ვაპირებთ. მე სასწრაფოდ მშვიდობის მიღწევა მსურს. პრეზიდენტ პუტინს მისი დასრულება სურს, მას ამის დასრულება სურს. თქვენც ის ნახეთ, რაც დღეს მე ვნახე: ეს (ზელენსკი) არის ადამიანი, რომელსაც სურს ხელი მოვაწეროთ და ბრძოლა გავაგრძელოთ. ჩვენ ამას არ გავაკეთებთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, მოლაპარაკებების გასაგრძელებლად უკრაინის პრეზიდენტმა უნდა განაცხადოს, რომ მას მშვიდობა სურს.

„მან უნდა თქვას: „მშვიდობის დამყარება მსურს“. არ სჭირდება აქ დგომა და თქმა: „პუტინი ეს, პუტინი ის“, სხვა ყველაფერი უარყოფითის თქმა. უნდა თქვას: „მშვიდობის დამყარება მსურს“. ომი აღარ მინდა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ არ აქვს მნიშვნელობა რას განიხილავს ის.

„არ აქვს მნიშვნელობა რას განვიხილავ. თქვენც ის ნახეთ, რაც დღეს მე ვნახე. ეს არ იყო ადამიანი, რომელსაც მშვიდობის დამყარება სურდა და მხოლოდ ის მაინტერესებს, სურს თუ არა მას სისხლისღვრის დასრულება“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
საქართველოში სამომხმარებლო ფასების ინფლაცია 2024 წლის 1%-დან 2025 წელს 3.9%-მდე გაიზარდა, ხოლო 2026 წლის აპრილში წინა წელთან შედარებით 5.9%-ს მიაღწია
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics