00:19 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-28 09:38:05, 558 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში 28 თებერვალს და 1-2 მარტს, ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს

საქართველოში 28 თებერვალს და 1-2 მარტს, ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლებაა მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს ჰაერის ტემპერატურა დაბლობში – -5, -10 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში – -7, -12, ქვეყნის მთიან რაიონებში – -13, -18, მაღალმთიან ზონაში კი -18, -23 გრადუსამდე დაიკლებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოს გზებზე ნარჩუნდება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან ზონაში – ზვავსაშიშროება.

„საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე არსებული დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -5, -10 გრადუსამდე დაწევამ, შესაძლებელია, ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს. საფრთხის დონე მაღალი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics