|
2025-02-25 10:27:18, 1088 ნახვა
ომი უკრაინაში
დონალდ ტრამპი - პუტინი უკრაინაში ევროკავშირის სამშვიდობო ჯარების განლაგებას დათანხმდება
აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ევროკავშირის სამშვიდობო ჯარების განლაგებას დათანხმდება. ამის შესახებ მან საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ევროკავშირის მიერ უკრაინაში სამშვიდობო ჯარების განლაგების შესახებ ჟურნალისტის კითხვას აშშ-ს პრეზიდენტმა ასე უპასუხა: "ის ამას დათანხმდება. მე მას ეს კითხვა დავუსვი. თუ ჩვენ შეთანხმებას მივაღწევთ, ის ომით დაინტერესებული აღარ იქნება. მე მას ზუსტად ეს ვკითხე. მას ამასთან [სამშვიდობო ჯარების განლაგებასთან] პრობლემა არ აქვს". - თქვა ტრამპმა. ემანუელ მაკრონის თქმით, ევროპული ქვეყნები "მზად არიან და აპირებენ" უკრაინას უსაფრთხოების გარანტიების მიაწოდონ, მათ შორის, შესაძლოა, ჯარების განლაგების სახით. მაკრონის თქმით, ჯარისკაცების განლაგების მიზანი "მშვიდობის შენარჩუნება" იქნება და ისინი არ იქნებიან წინა ხაზებზე განლაგებულნი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)