|
2016-03-09 16:28:15, 463 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე: როდესმე არა, რაც შეიძლება მალე, ქართული პოლიტიკა არანორმალური მდგომარეობიდან უნდა გამოვიდეს
„როდესმე არა, რაც შეიძლება მალე, ქართული პოლიტიკა უნდა გამოვიდეს იმ არანორმალური მდგომარეობიდან, აგრესიის და დესტრუქციის სტადიიდან და უნდა გავიდეს ახალ საფეხურზე“, - ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ პარლამენტში კომიტეტების გაერთიანულ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ღირსეული ოპონირებითა და მკვეთრი პოლიტიკური კონცეფციით, ახალი პოლიტიკური რეალობა უნდა შექმნან. „როდესმე არა, რაც შეიძლება მალე, ქართული პოლიტიკა უნდა გამოვიდეს იმ არანორმალური მდგომარეობიდან, აგრესიის და დესტრუქციის სტადიიდან და უნდა გავიდეს ახალ საფეხურზე. ღირსეული ოპონირებით და მკკვეთრი პოლიტიური კონცეფციით, ჩვენ უნდა ვიყოთ ახალი პოლიტიკური რეალობის შემქმნელები. პოლიტიკა ქვეყნისთვის საქმის კეთება უნდა იყოს და არა დემაგოგიის, საბოტაჟის, ხალხის აგრესიაზე და მოტყუეებაზე აგებული რეიტინგები. ვინც ამ საქმეში მიიღებს მონაწილეობას, იმას აქვს პოლიტიკური მომავალი, ვინც არადა, დარჩება წარსულში და დავიწყებას მიეცემა“, -განაცხადა კახი კალაძემ. ცნობისთვის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძეს მოუსმინეს. მინისტრმა დეპუტატებს ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში არსებული მდგომარეობის, მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია გააცნო.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)