|
2016-03-09 16:19:58, 455 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: პოლიტიკაში რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა, უცნობი, არაგამარგინალებული სახეები უნდა შემოვიდნენ
ვიცეპრემიერ კახი კალაძის შეფასებით, პოლიტიკაში რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა, უცნობი, არაგამარგინალებული სახეები უნდა შემოვიდნენ. როგორც კალაძემ პარლამენტში კომიტეტების გაერთიანულ სხდომაზე განაცხადა, ახალ გამოწვევებს, დემოკრატიის და მაღალპროფესიონალური პოლიტიკური სპექტრის ფორმირებას, ახალი სახეები ჭირდება. „მოვისმინეთ “ნაციონალური მოძრაობის“ დემაგოგიური განცხადებები, რომლებიც ტყუილზეა დაფუძნებული. სიცრუე, ტყიუილი იქცა ერთგვარ სიმბოლოდ „ნაციონალური მოძრაობისთვის. ჩემს მიერ, პრმეიერმინისტრის მიერ, არაერთხელ გაკეთებული განცხადებებისა კონსტრუქციულობაზე, ერთობლივ მუშაობაზე, ვფიქრობ, ამ ადამიანებთან არანაირი აზრი არ აქვს. ეს ადამიანები ისევ თავიანთ გზას ადგანან. ეს მათი არჩევანია. ვფიქრობ, პოლიტიკაში რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა, უცნობი არაგამარგინალებული სახეები უნდა შემოვიდნენ. ახალ გამოწვევებს, დემოკრატიის და მაღალპროფესიონალური პოლიტიკური სპექტრის ფორმირებას ახალი სახეები ჭირდება და ვფიქრობ, დემოკრატიული არჩევნები, რომელიც 2016 წლის ოქტომბერში ჩატარდება, ძალიან კომფორტულად იქნება ეს ყველაფერი განხორციელებული ელექტორატისთვის და მოსახლეობა მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას“,-განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძეს მოუსმინეს. მინისტრმა დეპუტატებს ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში არსებული მდგომარეობის, მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია გააცნო.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)