16:42 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-19 13:13:33, 428 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დამტკიცების შესახებ შეთანხმდნენ

ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დამტკიცების შესახებ შეთანხმდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.

სააგენტო „ფრანს-პრესის“ ცნობით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ოფიციალურად 24 თებერვალს დაამტკიცებენ, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავის დღეს.

ევროკავშირის დიპლომატების ინფორმაციით, სანქციების მე-16 პაკეტი რუსული ალუმინის იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-15 პაკეტი დეკემბერში მიიღო, რომლის სამიზნე რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტი“ იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics