|
2016-03-09 13:36:06, 557 ნახვა
საზოგადოება
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი ჩაუტარდათ
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი ჩაუტარდათ. აქცია შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა სამინისტროს ინიციატივით ჩატარდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ დევნილებს გააცნო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში არსებული სიახლეები, პროგრამის მიმდინარეობის პირველადი შედეგები და მიაწოდა ინფორმაცია დაავადების დამარცხების პროცესში სკრინინგის მნიშვნელობის შესახებ. სკრინინგი იძულებით გადაადგილებული პირებისთვის გადაცემული საცხოვრებელი კორპუსის ტერიტორიაზე განლაგებულ მოძრავ ამბულატორიებში ჩატარდა. სკრინინგი ჩაიტარეს როგორც მაცხოვრებლებმა,ასევე ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, რომელმაც მოსახლეობას აუხსნა თუ რამდენად მნიშვნელოვანია დაავადების დროული აღმოჩენა და C ჰეპატიტის მართვა ქვეყანაში. C ჰეპატიტის უფასო სკრინინგის აქციები 2015 წლიდან დაიწყო და უწყვეტ რეჟიმში გრძელდება, რაც დაავადების დროულ გამოვლენას, მკურნალობას და მის სრულ ელიმინაციას ემსახურება.
EU-ის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)