|
2016-03-09 12:52:12, 472 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი „ნაციონალებს“: ნუ ყიყინებთ, რომ ვლაპარაკობ
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გაერთიანებული სხდომა, სადაც ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძეს უსმენენ, ხმაურით მიმდინარეობს. სხდომაზე კახი კალაძე საქართველოს გაზის დამატებითი მოცულობით მომარაგებაზე და „გაზპრომის“ საკითხზე საუბრობდა. დეპუტატი გია ვოლსკი, „ნაციონალური მოძრაობის“ შეკითხვებმა გააღიზიანა: „აქ საუბარია იმაზე, რომ მთელი შეკითხვების ლოგიკა მიდის იქითკენ..აქ სიტყვებით ნუ გამოხვალთ, ჩვენ პროფესიონალურ პასუხებს ველოდებით და გთხოვთ ემოციაზე ნუ იმოქმედებთ, თუმცა ამ მხრივ ბევრი გაქვთ გამოვლილი. ერთი მთავარი შეკითხვა, როგორ გაბედეთ და წარმატებით როგორ დაამთავრეთ ეს მოლაპარაკება? და გაზით როგორ გაბედეთ და უზრუნველყავით, ისე, რომ…“,-მიმართა ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს. საპასუხოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გოკა გაბაშვილმა განაცხადა, რომ თუ ეს მოლაპარაკება ბოლომდე წარმატებით დასრულდა, საზოგადოების ზეწოლის შედეგია. ვოლსკიმ კი გაბაშვილს ჰკითხა: „ საზოგადოება, თქვენ ერთად ხართ და ჩვენ ცალკე?! „ზუსტად მასეა“,-უპასუხა გაბაშვილმა, რის შემდეგაც სხდომა ხმაურით გაგრძელდა. გია ვოლსკიმ „ნაციონალებს მიმართა: „გაჩერდით, ნუ ყიყინებთ აქ რომ ვლაპარაკობ“.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)