|
2025-02-17 17:50:00, 560 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის ინიციატივით, ბიზნესებისთვის შეხვედრა „როგორ შევარჩიოთ ბიზნეს პარტნიორი“ გაიმართება
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ინიციატივით, ბიზნეს შეხვედრები გრძელდება და ამჯერად, 19 თებერვალს შეხვედრა - „როგორ შევარჩიოთ ბიზნეს პარტნიორი“ ჩატარდება. ღონისძიება 19 თებერვალს, 17:00-ზე საქართველოს ბანკის 4B სივრცეში, ყაზბეგის #15-ში გაიმართება. შეხვედრაზე EBIT Group-ის მმართველი პარტნიორი, ვლად ბეჯაშვილი ისაუბრებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ბიზნეს პარტნიორის შერჩევა, თუ როგორ უნდა განაწილდეს ვალდებულებები ბიზნეს ურთიერთობებში, როგორ დამენეჯმენტდეს ბიზნესის მართვაში ჩართულობა და როლები. გარდა ამისა, განიხილავს ვის რა როლი ეკისრება საოპერაციო ნაწილში და რამდენად მნიშვნელოვანია საწყის მოლაპარაკების ეტაპზე ამ დეტალების გავლა და შეთანხმება. „საქართველოს ბანკისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ კარგად გვესმის ბიზნესის დაწყებასთან და მის მართვასთან დაკავშირებული გამოწვევები. სწორედ ამ მიზნით, ბიზნეს ღონისძიებების ერთ-ერთი შეხვედრა ამ თემას დავუთმეთ. შეხვედრაზე დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობა ექნებათ ბიზნესის დაწყებასთან და მის წარმატებით მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია. ჩვენ აქტიურად ვიკვლევთ ჩვენი პარტნიორი ბიზნესების საჭიროებებს და იმ სერვისებს ვთავაზობთ, რაც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ. ჩვენ არ ვჩერდებით და წელსაც აქტიურად ვგეგმავთ მსგავსი, ბიზნესის განვითარებისა და გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში. შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე. ინფორმაციისთვის, ბიზნეს შეხვედრები ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები თუ სხვა.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)