17:20 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-17 16:42:01, 399 ნახვა

მსოფლიო
მარკო რუბიო - რეალური მოლაპარაკებები როდესაც დაიწყება, უკრაინა და ევროპა ამ პროცესში უნდა ჩაერთონ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ რეალური მოლაპარაკებები როდესაც დაიწყება, უკრაინა და ევროპა ამ პროცესში უნდა ჩაერთონ. ამის შესახებ მან CBS News-თან ინტერვიუში ისაუბრა.

მარკო რუბიოს თქმით, სამშვიდობო პროცესი არ არის ერთჯერადი შეხვედრა, რადგან ამ კონფლიქტის დასრულება არ იქნება მარტივი, ერთი შეხვედრით ეს პრობლემა არ გადაწყდება.

„პრეზიდენტი ტრამპი როდესაც კენჭს იყრიდა, მან ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ ეს ომი უნდა შეჩერდეს და ის თუ ხედავს ამის დასრულების შესაძლებლობას, რასაც ის ეძებს, ჩვენ მას გამოვიყენებთ. საბოლოოდ ეს მიაღწევს ეტაპს, თუ იქნება რეალური მოლაპარაკებები. ჩვენ ჯერ არ მიგვიღწევია ამისთვის, თუმცა ეს თუ მოხდება, უკრაინა უნდა ჩაერთოს, რადგან ეს არის ქვეყანა, სადაც შეიჭრნენ და ევროპლებიც უნდა ჩაერთონ, რადგან მათ სანქციები აქვთ დაწესებული პუტინის, რუსეთის წინააღმდეგ და მათ წვლილი შეიტანეს ამ ძალისხმევაში. ჩვენ უბრალოდ ჯერ ამისთვის არ მიგვიღწევია, თუმცა იმედი მაქვს, რომ მივაღწევთ, რადგან ჩვენ გვსურს, ვნახოთ ამ ომის დასრულება“, – განაცხადა მარკო რუბიომ.

სახელმწფო მდივნის თქმით, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის გასულ კვირას გამართული სატელეფონო საუბარი იყო პირველი ნაბიჯი ამ პროცესში და წინ გრძელი გზა და ბევრი სამუშაოა შესასრულებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics