|
2016-03-09 12:20:12, 586 ნახვა
საზოგადოება
თავისუფლების მოედანზე უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერი აქცია გაიმართა
თავიუსფლების მოედანზე „ერთიანმა ნაციონალურიმა მოძრაობამ“ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიიდან უკრაინის შეირაღებული ძალების ოფიცრის, ნადეჟდა სავჩენკოს გატაცება გააპროტესტა. პარლამენტის ფრაქციები და საპარლამენტო ჯგუფები სავჩენკოს გათავისუფლებას ითხოვენ. დეპუტატები მფრინავს მხარდაჭერას უცხადებენ, საერთაშორისო საზოგადოებას მეტი აქტიურობისკენ და რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებენ. "მთელ მსოფლიოში დღეს, გაიმართება მხარდამჭერი აქციები. საქართველოს პარლამენტის ფრაქციები და საპარლამენტო ჯგუფები მოითხოვენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ასევე საერთაშორისო თანამეგობრებს და მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებენ რუსეთზე ზეწოლა განახორციელონ, რათა მათ უკანონო ტყვეობაში მყოფი ნადეჟდა სავჩენკო გაათავისუფლონ", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გაბაშვილმა. აღნიშნულის შესახებ პარტიამ და საპარლამენტო ფრაქციებმა დეკლარაციაც შეიმუშავეს. "ეს ის შემთხვევაა, როდესაც სიტყვას აქვს გაცილებით მეტი ძალა, ვიდრე იარაღით მუქარას. მისმა სიტყვებმა, ვიცოცხლებ მანამდე სანამ კრემლის კედლები იარსებებს ერთის მხრივ შეძრა თავისუფლების ყოველი მოყვარე ადამიანი, მეორეს მხრივ კი პასუხისმგებლობა დაგვაკისრა ვიბრძოლოთ მისი ძვირფასი სიცოცხლის გადასარჩენად", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ეკა ხერხეულიძემ. შეგახსენებთ, რომ რუსული გამოძიების მტკიცებით, 2014 წლის ივნისში ლუგანსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს სავჩენკომ რუსი ჟურნალისტების ადგილსამყოფელის შესახებ კოორდინატები უკრაინელ სამხედროებს გადასცა, რასაც მათი საარტილერიო შეტევა მოჰყვა. იერიშის შედეგად ორი რუსი კორესპონდენტი დაიღუპა. მას ასევე ბრალი საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ედება.
EU-ის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)