04:37 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-16 18:00:50, 566 ნახვა

საზოგადოება
ეკონომიკის სამინისტროსთან ბათუმში ორი ბავშვის დაღუპვასთან დაკავშირებით აქცია გაიმართა

თბილისში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ე.წ. ოცნების ქალაქში უბედური შემთხვევის შედეგად, ორი ბავშვის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები ითხოვდნენ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგენას. 

აქციის მონაწილეებს სამინისტროსთან შემდეგი სახის ტრანსფარენტები ჰქონდათ მიტანილი: “დაასრულე სიღარიბე!”, “დაასრულე უმუშევრობა!”, “სად არიან შვილები?!”, “დაასრულე კორუფცია!”, “დაასრულე უსამართლობა”, “ბავშვების ოცნება პურია, რეჟიმის ოცნება ფულია”, “ეს რომ შენი შვილი იყოს…”

“პირველ რიგში, სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპული მცირეწლოვნების ოჯახის წევრებს და მთელ საქართველოს. ფაქტია, რომ ჩვენი სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობა არ არის ისეთი სახარბიელო, როგორც მმართველი გუნდი ასაღებს. ბავშვებს არ უნდა უწევდეთ ჩვენს ქვეყანაში ჯართის შეგროვება, რათა ერთი-ორი კაპიკი იშოვონ, ოჯახი გამოკვებონ, ან სათამაშო იყიდონ. შესაბამისად, ჩვენ ეკონომიკის სამინისტროსთან შევიკრიბეთ, რომ მათ კიდევ ერთხელ გავაგონოთ საზოგადოების ხმა, რომ ეს არ არის უბრალო შემთხვევა და თითოეულმა ჩვენგანმა ხმა უნდა ავიმაღლოთ, რათა მომავალში იგივე ტრაგედია არ განმეორდეს”, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics