|
2016-03-08 18:20:03, 553 ნახვა
საზოგადოება
კახა კახიშვილმა უწყების 119 თანამშრომელ ქალბატონს მადლობა გამოუცხადა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა უწყების თანამშრომელ ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი მიულოცა. სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა სასჯელაღსრულების სისტემაში ქალბატონების როლზე და მათ მიერ გაწეულ სამუშაოზე ისაუბრა. მისი თქმით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ერთი დიდი ოჯახია, სადაც თანამშრომლობა და ურთიერთობები პატივისცემას ეფუძნება. ეს კი, საბოლოო ჯამში უწყების ეფექტურ მუშაობას უწყობს ხელს. „მინდა ყველა ქალბატონს მივულოცო 8 მარტი, განსაკუთრებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლებს. მინდა მათ ბედნიერება და წარმატებები ვუსურვო, ასევე, მადლობა ვუთხრა გაწეული შრომისა და დღევანდელ ღონისძებაზე მობძრანებისთვის“, - განაცხადა კახა კახიშვილმა და ქალთა საერთაშორისო დღე მსჯავრდებულ ქალბატონებსაც მიულოცა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა სამინისტროს 119 თანამშრომელ ქალბატონს მადლობა გამოუცხადა, მათგან 50-ს კი, მადლობის სიგელები პირადად გადასცა. თავის მხრივ, ღონისძიების მონაწილე ქალბატონებმა მინისტრს მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ მსგავსი სახით მათი შრომის დაფასება დამატებითი სტიმული და ამავე დროს პასუხისმგებლობაა, საუკეთესოდ შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობა.
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)