23:43 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-13 12:28:50, 320 ნახვა

მსოფლიო
მაია სანდუ - რუსული დრონები მოლდოვის ტერიტორიაზე აფეთქდა

რუსული დრონები მოლდოვის ტერიტორიაზე აფეთქდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომმა მოლდოვის ტერიტორია კიდევ ერთხელ გადმოკვეთა. „შაჰედის“ დრონებმა ჩვენი საჰაერო სივრცე დაარღვია, ორი მათგანი ჩვენს მიწაზე აფეთქდა, რამაც მოლდოველი ხალხის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა. რუსეთი საზღვრებს პატივს არ სცემს, ტერორს ავრცელებს და მშვიდობიან მოსახლეობას თავს ესხმის“, - წერს მაია სანდუ.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 140 დრონი გაუშვა, რომელთაგან უკრაინის თავდაცვის ძალებმა 85 გაანადგურეს, ხოლო 52 დრონი უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics