|
2025-02-12 15:02:48, 366 ნახვა
მსოფლიო
ხარჯების შესამცირებლად ტრამპის ადმინისტრაციამ შესაძლოა რამდენიმე საკონსულო დახუროს
NBC News-ის ინფორმაციით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში ხარჯების შემცირების მიზნით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში საკონსულოებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების დახურვას განიხილავს. ამის შესახებ ტელემაუწყებლობა NBC News-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამმა მაღალჩინოსანმა აცნობა. ტელემაუწყებლობის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება შესაძლოა, ევროპას, კანადას, მექსიკასა და წყნარი ოკეანის კუნძულებს შეეხოს. მაღალჩინოსნების თქმით, ტრამპმა უკვე გადახედა პოტენციური საკონსულოების სიას, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. წყაროების ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა ზოგიერთი საკონსულო გადახედვას უკვე დაუქვემდებარეს. ამას გარდა, ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები განიხილავენ საკონსულოების დიპლომატიურ საჭიროებას და მსჯელობენ დამატებით სამთავრობო აქტივობებზე, რამაც შესაძლოა ისინი ჩაანაცვლოს, როგორიცაა სამხედრო კონტრაქტები და სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება. ამასთანავე, მაღალჩინოსნებმა NBC News-თან თქვეს, რომ საკონსულოების ძირითადი ნაწილი, რომელიც შესაძლოა ამ გადაწყვეტილების სამიზნე გახდეს, გერმანიასა და საფრანგეთშია.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)