|
2016-03-08 15:08:31, 550 ნახვა
საზოგადოება
პეტრიაშვილი: 5 ნატყვიარის და 16 ჭრილობის, ჩაქუჩის და ბეისბოლის ბიტის მუშაობის პირობებში, მაინც კარგ სპორტულ ფორმაში გახლავართ
"5 ნატყვიარის და 16 ჭრილობის, ჩაქუჩის და ბეისბოლის ბიტის მუშაობის პირობებში, მაინც კარგ სპორტულ ფორმაში გახლავართ",- ამის შესახებ"თავისუფალი დემორკატების" გენერალურმა მდივანმა ალექსი პეტრიაშვილმა საავადმყოფოს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. პეტრიაშვილის თქმით, მის თავდასხმაში ბრალდებულ ლევან მექვაბიშვილთან არანაირი პიროვნული გადაკვეთა არ ჰქონია და თავდასხმის მოტივი მისთვის უცნობია. პეტრიაშვილი ამბობს, რომ სანამ შემკვეთი და მეორე შემსრულებელი არ გამოვლინდება, საქმე გახსნილად არ ჩაითვლება: "5 ნატყვიარის და 16 ჭრილობის, ჩაქუჩის და ბეისბოლის ბიტის მუშაობის პირობებში, მაინც კარგ სპორტულ ფორმაში გახლავართ. მე გამქონდა ასოცირების შეთანხმება, ვიღაც ამ პიროვნებას - ლომბარდები. ასე რომ, ჩვენ გადაკვეთები არ გქვნია,წარმოდგენა არ მაქვს ამ სახელზე და გვარზე. არავითარი პიროვნული გადაკბეთა მე მაგ ადამიანთან არ მქონია.წ ავიკითხე ცალკეული პოლიტიკოსების საბრალდებო დასკვნები, მოტივაციები და და ვერ მივბაძავ მათ ამ "მჭერმეტყველებაში". გამოძიებას უნდა მივცეთ შესსძლებლობა, რომ გამოძიოს მოტივი. გამოძიება არ იქნება დასრულებული და საქმე არ იქნება გახსნილი სანამ არ გამოვლინდება დამკვეთი სანამ არ დააკავებენ მეორე შემსრულებელს. უნდა მოხდეს სამაგალითო დასჯა ჩვენი ქვეყნის მომავალისთვის და არა ჩემთვის", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ალექსი პეტრიაშვილის თავდასხმაში ბრალდებულ ლევან მექვაბიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მექვაბიშვილი ამ დროისათვის ერთადერთი ბრალდებულია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე დააკავა. შეგახსენებთ, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)