|
2025-02-11 16:33:58, 422 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის საგარეო დაზვერვა ირწმუნება, რომ უკრაინა რუს ოპოზიციონერებზე თავდასხმას გეგმავს
რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურში (СВР) ირწმუნებიან, რომ უკრაინელები ორ პროვოკაციას გეგმავენ. СВР-ს მტკიცებით, უკრაინელები გეგმავენ, რომ ბალტიის ზღვაში უცხოური გემი რუსული წარმოების საზღვაო ნაღმებით დააზიანონ, რასაც მოსკოვს დააბრალებენ და რუსეთისთვის ზღვაზე გასასვლელის ჩაკეტვა მოჰყვება. მათივე მტკიცებით, გეგმის მიზანია რუსეთის NATO-სთან ომში ჩათრევა. СВР არ ავრცელებს ამ ინფორმაციის არანაირ დამადასტურებელ საბუთს. ამას გარდა, 11 თებერვლის განცხადებაში ირწმუნებიან, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო (ГУР) ევროპულ სპეცსამსახურებთან ერთად რუს ოპოზიციონერებზე თავდასხმასა და ამის მოსკოვისთვის დაბრალებას გეგმავს. "პარალელურად, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, რიგი ევროპული ქვეყნების სპეცსამსახურებთან ერთად ამზადებს თავდასხმა რუსული არასისტემური ოპოზიციის წარმომადგენლებსა და კანონს გაქცეულ პირებზე, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრებენ. გეგმავენ, რომ შემსრულებლებად მოიზიდონ ხალხი აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან. მსგავს ქმედებებში მონაწილეობისთვის სთავაზობენ 20 000 დოლარამდე ანაზღაურებას. დაკავების შემთხვევაში, უმთავრესი წინაპირობაა შემსრულებლებმა ბრალი დასდონ რუსეთის სპეცსამსახურებს, თითქოს მათუ ბრძანებით მზადდებოდა ეს თავდასხმები." - წერია განცხადებაში. დამადასტურებელი საბუთები არც ამ ბრალდებას აქვს დართული. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური ბრალდებებს ყოველგვარი დამადასტურებელი საბუთის გარეშე ავრცელებს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)